Rus. идиотия амавротическая детская поздняя პირველი გამოვლინება 3-4 წლის ასაკში. მზარდი დემენცია. დამახასიათებელია კრუნჩხვითი გულყრები, ატაქსია, ექსტრაპირამიდული დარღვევები, მხედველობის ნერვების ატროფია. ფსიქიკური დეგრადაცია მიმდინარეობს უფრო ნელა, ვიდრე ტეიზახსის დაავადების დროს. დაავადების მიმდინარეობაში შესაძლებელია დროებითი შეჩერებები. ლეტალური გამოსავალი სიცოცხლის პირველი ათწლეულის ბოლოს. Bielschowsky M., 1914; Jansky J., 1910
Source: ფსიქიატრიული ენციკლოპედია / შემდგ.: აკაკი გამყრელიძე, ნანა ნიკოლაიშვილი. - თბ. : მერანი-3, 1999 (მერანი-3). - 468გვ. ; 28სმ.. - ბიბლიოგრ.: გვ. 465-467. - ISBN 99928-34-40-4.