Rus. биолгически активные точки წერტილები კანის განსაზღვრულ მონაკვეთებში, აქვთ რიგი სპეციფიკური თავისებურებები, რითაც განსხვავდება მათი მეზობელი მონაკვეთებიდან. აქვთ დაბალი ელექტროკანის წინაღობა, (წინააღმდეგობა), მაღალი ელექტრული პოტენციალი, კანის მაღალი ტემპერატურა, აწეული ტკივილის მგრძნობელობა ბიოლოგიურად აქტიური წერტილებში აღმოჩენილია ჟანგბადის შედარებით აქტიური შთანთქმა და ინტენსიური ნივთიერებათა ცვლა. ამჟამად ცნობილია 700-მდე წერტილი, რომლებიც ერთიანდება სისტემებად, მათ შორის 12 სიმეტრიულ და 8 არასიმეტრიულ სისტემად. თითოეული ასეთი სისტემა დაკავშირებულია შესაბამის ორგანოსთან. განსაზღვრული სისტემის წერტილის გაღიზიანებას გააჩნია თერაპიული ეფექტი, რასაც ემყარება რეფლექსოთერაპია. წერტილების სტიმულირება ხდება სპეციალური ნემსის (ვერცხლის, ვანადიუმის, ძვლის და ა.შ), მოწვის, მასაჟის საშუალებით. უკანასკნელ პერიოდში კარგ სამკურნალო ეფექტს იძლევა ბიოლოგიურად აქტიური წერტილების ელექტროსტიმულაცია. წერტილის გაღიზიანება, როგორც წესი, ტკივილს არ იწვევს, ამ დროს ბიოლოგიურად აქტიური წერტილების მიმდებარე ქსოვილებში აღმოცენდება დაბუჟების, სიმძიმის, სითბოს, წვის, დენის გავლის შეგრძნება
Source: ფსიქიატრიული ენციკლოპედია / შემდგ.: აკაკი გამყრელიძე, ნანა ნიკოლაიშვილი. - თბ. : მერანი-3, 1999 (მერანი-3). - 468გვ. ; 28სმ.. - ბიბლიოგრ.: გვ. 465-467. - ISBN 99928-34-40-4.