Rus. биохимический синдром (Полищук И.А., 1967). ფსიქიკური დაავადებების დროს მეტაბოლიზმის დარღვევის სისტემატიზაცია:
1) ინტოქსიკაციის სინდრომი (მწვავე ეგზოგენური და ენდოგენური ფსიქოზების მწვავე შეტევების დროს);
2) ჟანგვითი პროცესების დარღვევა (ჰიპნოიდური ფაგებით მიმდინარე ენდოგენური, სისხლძარღვოვანი და ინვოლუციური ფსიქოზების დროს):
3) ჰიპო- და ჰიპერენერგიზმი (მანიების, დეპრესიების და ემოციური და ფსიქომოტორული აგზნების ან შეკავების მდგომარეობების დროს);
4) ფსიქიკის დარღვევა ნივთიერებათა ცვლის უკმარისობის შედეგად (დისტროფიით ან ავიტამინოზით გამოწვეული ფსიქოზები ან სხვა ფსიქოზებზე ამ მოვლენების თანდართვის დროს);
5) ენდოკრინულ-ვეგეტატიური რეგულაციის დარღვევა (ენდოკრინოპათიით ან შუამდებარე ტვინის დაზიანებით გამოწვეული ფსიქოზების ან სხვა ფსიქოზებზე ამ მოვლენების თანდართვის დროს)
6) იმუნობიოქიმიური სინდრომი (ინფექციურ-ალერგიული ფსიქოზების დროს);
7) გენეტიკურად გამოწვეული ბიოქიმიური სინდრომი (კონსტიტუციური წინაგანწყობის ნიადაგზე აღმოცენებული გენეტიკურად განპირობებული ფსიქოზების დროს);
8) ადამიანის იმუნოდეფიციტით გამოწვეული სინდრომები. მნიშვნელოვანი წვლილი აღნიშნული სინდრომების კვლევაში მიუძღვის ავლიპ ზურაბაშვილს, ი. ანოხინას (Анохина И.,) და სხვ.
Source: ფსიქიატრიული ენციკლოპედია / შემდგ.: აკაკი გამყრელიძე, ნანა ნიკოლაიშვილი. - თბ. : მერანი-3, 1999 (მერანი-3). - 468გვ. ; 28სმ.. - ბიბლიოგრ.: გვ. 465-467. - ISBN 99928-34-40-4.