A B C D E F G H I J K L M N O P R S T V W

ბა ბე ბი ბლ ბნ ბო ბჟ ბრ ბუ
ბია ბიბ ბილ ბიმ ბინ ბიო ბიპ ბირ ბის ბიუ ბიჰ

ბირმანის მეთოდიკა ფსიქოთერაპიისა

Rus. Бирмана методика психотерапии
ფსიქოთერაპიის კომბინირებული მეთოდიკა, რომლის დროსაც ხდება ჰიპნოზის ზედდება ბუნებრივ ან მედიკამენტურ ძილთან. ავადმყოფს საღამოს ძილის წინ წარბზედა მიდამოში ხელის გადასმით და ერთდროულად იმის შთაგონებით, რომ არ შეუძლია ქუთუთოების აწევა, განესაზღვრება შთაგონების ხარისხი. კარგი შედეგების შემთხვევაში ავადმყოფს შთააგონებენ გახანგრძლივებულ და გაღრმავებულ ძილს. უარყოფთი შედეგების შემთხვევაში ავადმყოფს ენიშნება საძილეები მცირე დოზებით, რომელთა მოქმედების გამყარება ხდება ჰიპნოზური შთაგონებით. ასეთი ნარკოჰიპნოზი გრძელდება 15 სთ დღე-ღამეში. მკურნალობის კურსი (მხოლოდ სტაციონარის პირობებში) შეადგენს ერთ-ორ კვირას. Бирман Б.Р., 1937
Source: ფსიქიატრიული ენციკლოპედია / შემდგ.: აკაკი გამყრელიძე, ნანა ნიკოლაიშვილი. - თბ. : მერანი-3, 1999 (მერანი-3). - 468გვ. ; 28სმ.. - ბიბლიოგრ.: გვ. 465-467. - ISBN 99928-34-40-4.
to main page Top 10FeedbackLogin top of page
© 2008 David A. Mchedlishvili XHTML | CSS Powered by Glossword 1.8.9