Rus. бихевиоризмE. behaviour – ქცევა XX ს. დასაწყისის ამერიკული ფსიქოლოგიის მიმდინარეობა (Watson J., 1913, 1919). ფსიქოლოგიას განიხილავს როგორც მეცნიერებას ქცევის შესახებ. უარყოფს ცნობიერების, როგორც მეცნიერული კვლევის საგნის როლს. სუბიექტური ფსიქოლოგიისაგან განსხვავებით, ფსიქიკას განიხილავს, როგორც სტიმულ-რეაქციების ერთობლიობას და ამით განპირობებულ ქცევით აქტებს. სტიმულის მიხედვით წინასწარ დგინდება რეაქცია და რეაქციით განისაზღვრება სტიმული. განარჩევენ მემკვიდრეობით და პირობით რეაქციებს, რომელთა აღმოცენებაში ბიჰევიორიზმი გამოდის პირობითი და უპირობო რეფლექსების უკიდურესად გამარტივებული, მექანისტური გაგებით, ბიჰევიორიზმისთვის დამახასიათებელია ქცევაში ფსიქიკურის როლის უარყოფა; ცნობიერების დაყვანა ფარულ მამოძრავებელ რეაქციებზე, ბიოლოგიზმი; ადამიანის ქცევაში სოციალური ფაქტორების როლის უარყოფა
Source: ფსიქიატრიული ენციკლოპედია / შემდგ.: აკაკი გამყრელიძე, ნანა ნიკოლაიშვილი. - თბ. : მერანი-3, 1999 (მერანი-3). - 468გვ. ; 28სმ.. - ბიბლიოგრ.: გვ. 465-467. - ISBN 99928-34-40-4.