Rus. аграмматизмGk. grammata – კითხვა, წერა გრამატიკულად გამართული მეტყველების დარღვევა. არჩევენ:
1.აგრამატიზმი იმპრესიული, რომლის დროსაც ირღვევა მეტყველება და წერა. გამოხატულია სენსორული აფაზიის დროს;
2. აგრამატიზმი ექსპრესიული, რომელიც შედის ნაწილობრივი მოტორული აფაზიის სტრუქტურაში. ამ დროს გამოხატულია მეტყველების გაღარიბება, „ტელეგრაფული სტილით“ მეტყველება (ჟარგონაფაზია). ავადმყოფი მეტყველებს ძირითადად არსებითი სახელებით. გვხვდება დომინანტური ჰემისფეროს ქერქის შუბლ-საფეთქლის მიდამოს დაზიანებისას. მსგავსი მოვლენები ვითარდება შიზოფრენიის დროს და ხასიათდება არამდგრადობით და ვარიაბელობით
Source: ფსიქიატრიული ენციკლოპედია / შემდგ.: აკაკი გამყრელიძე, ნანა ნიკოლაიშვილი. - თბ. : მერანი-3, 1999 (მერანი-3). - 468გვ. ; 28სმ.. - ბიბლიოგრ.: გვ. 465-467. - ISBN 99928-34-40-4.