A B C D E F G H I J K L M N O P R S T V W

ბა ბე ბი ბლ ბნ ბო ბჟ ბრ ბუ
ბლა ბლე ბლო ბლუ

ბლეიხერის აზროვნებითი დარღვევების მოდელი შიზოფრენიის დროს

Rus. Блейхера модель расстроиств мышления при шизофрении
(Блейхер В.М., 1981-1983). ჰიპოთეზა ემყარება კლინიკურ-ფსიქოლოგიურ გამოკვლევას. რომლის თანახმად, შიზოფრენიის დროს აზროვნების დარღვევის სტრუქტურასა და გენეზში გამოყოფილია სამი ძირითადი რგოლი: მოტივაციის დონის დაქვეითება; პიროვნული არსის დარღვევა; ინფორმაციის სელექციურობის დარღვევა. ამოტივაციური აზროვნება, რომელიც გამოვლინდება შიზოფრენიით დაავადებულთა აზროვნებაში და წარმოადგენს მელერის (Maller O.) მიერ აღწერილ ზოგადი ამოტივაციური სინდრომის ნაწილს, ასახავს შიზოფრენიის პროცესუალურ არსს, იგი მიდის აზროვნებითი პროცესების დაშლამდე. ეს უკანასკნელი გამოკვეთილად ვლინდება შიზოფრენიის მარტივი ფორმის დროს
Source: ფსიქიატრიული ენციკლოპედია / შემდგ.: აკაკი გამყრელიძე, ნანა ნიკოლაიშვილი. - თბ. : მერანი-3, 1999 (მერანი-3). - 468გვ. ; 28სმ.. - ბიბლიოგრ.: გვ. 465-467. - ISBN 99928-34-40-4.
to main page Top 10FeedbackLogin top of page
© 2008 David A. Mchedlishvili XHTML | CSS Powered by Glossword 1.8.9