Rus. бред конфабуляторный ხასიათდება სტრუქტურაში კოფაბულაციების მნიშვნელოვანი როლით, რაც განსაზღვრავს მის შინაარსს. ხშირად ეს არის ხატოვანი, ფანტასტიკური გაცდები პარაფრენიული ბოდვის წარმოქმნის ფარგლებში. ტიპიური მაგალითებია:
1. რეტროსპექტული ბოდვა მომავლის განჭვრეტვისა (Блейхер ВМ., 1983). გვხვდება პარანოიდული შიზოფრენიის პარაფრენიული სინდრომის სტადიაში. ავადმყოფი ყვება, თითქოს რამდენიმე წლის წინ მას შეხვდა ადამიანი და უწინასწარმეტყველა ყველაფერი, რაც მას გადახდა და რაც მომავალში მოხდება. ახლოა რეტროაქტიურ ბოდვასთან, თუმცა მისგან გასხვავებით, კონფაბულაციური ტედეციები მიმართულია არა მარტო წარსულისკენ, არამედ წარსულიდან აწმყოსა და მომავლისკენ.
2. მარადიული არსებობის ბოდვა (Блейхер В.М., 1983). დამახასიათებელია ინვოლუციური პარაფრენიისათვის. ავდმყოფის განცდები მიმართულია წარსულისკენ
Source: ფსიქიატრიული ენციკლოპედია / შემდგ.: აკაკი გამყრელიძე, ნანა ნიკოლაიშვილი. - თბ. : მერანი-3, 1999 (მერანი-3). - 468გვ. ; 28სმ.. - ბიბლიოგრ.: გვ. 465-467. - ISBN 99928-34-40-4.