Rus. Блейхера систематика синдромов деменции (Блейхер В.М., 1976). აგებულია კლინიკურ-ფსიქოპათოლოგიური ნიშნის მიხედვით და შეიცავს შემდეგ სიმპტომთა კომპლექსებს:
1) მარტივი ჭკუასუსტობა, ხასიათდება ნეგატიური, არაპროდუქტიული სიმპტომებით;
2) ფსიქოპათიისმაგვარი ჭკუასუსტობა, ინტელექტუალურ-მნესტიკურ დაქვეითებასთან ერთად ასახავს პიროვნული პრემორბიდული ხაზების გამკაცრებას ან მის ახალ ანომალიურ თავისებურებებს;
3) ჰალუცინაციურ-პარანოიდული ჭკუასუსტობა, რომლის დროსაც ჰალუცინაციები და ბოდვა მჭიდროდაა დაკავშირებული ორგანული პროცესიის მიმდინარეობის თავისებურებებთან და დემენციის სინდრომის სტრუქტურასთან;
4) ამნეზიურ-პარამნეზიური ჭკუასუსტობა (კორსაკოვის სინდრომით);
5) პარალიზური და ფსევდოპარალიზური ჭკუასუსტობა;
6) ასემიური ჭკუასუსტობა, ხასიათდება მეტყველების, გნოზისის და პრაქსიის ფუნქციის კეროვანი დაზიანების ნიშნების არსებობით;
7) ტერმინალური მარაზმული ჭკუასუსტობა. აღნიშნული სინდრომები არ არის ტიპური გარკვეული დაავადებებისთვის, თუმცა მათ ფარგლებში იძენს ნოზოლოგიურ სპეციფიკურობას. სისტემატიკა ასახავს პათოლოგიური პროცესის სიმძიმის ხარისხს და შეიძლება გამოყენებულ იქნას დესტრუქციული დარღვევების გამოხატულების ხარისხის მაჩვენებლად
Source: ფსიქიატრიული ენციკლოპედია / შემდგ.: აკაკი გამყრელიძე, ნანა ნიკოლაიშვილი. - თბ. : მერანი-3, 1999 (მერანი-3). - 468გვ. ; 28სმ.. - ბიბლიოგრ.: გვ. 465-467. - ISBN 99928-34-40-4.