A B C D E F G H I J K L M N O P R S T V W

ბა ბე ბი ბლ ბნ ბო ბჟ ბრ ბუ
ბლა ბლე ბლო ბლუ

ბლეიხერ-ხუდიკის მეთოდიკა აზროვნების კრიტიკულობის გამოსაკვლევად

Rus. Блейхера-Худика методика исследования критичности мышления
Блейхер В.М., Худик В.А., 1982. მეთოდიკა შექმნილია თანმიმდევრობითი ნახატების სერიის სიუჟეტის განვითარების დადგენის მეთოდის საფუძველზე. გამოსაკვლევ პირს ჯერ აძლევენ ნახატების კრებულს, რომლის საშუალებით დგინდება სიუჟეტის ბუნებრივი განვითარება, შემდეგ აძლევენ სხვა კრებულს, რომელშიც ერთ ან ორ ნახატზე მოცემულია წინა ნაკრების ძირითადი დეტალი და ამავე დროს შეიცავს სიუჟეტის ლოგიკური განვითარების საწინააღმდეგო კომპონენტებს. გათვალისწინებულია პარალელური ვარიანტები განმეორებითი გამოკვლევისათვის. აპრობირებულია ალკოჰოლიზმის დროს აზროვნების კრიტიკულობის დაქვეითების გამოსავლენად როგორც ფსიქიკური დეფექტის გამოხატულების კრიტერიუმი
Source: ფსიქიატრიული ენციკლოპედია / შემდგ.: აკაკი გამყრელიძე, ნანა ნიკოლაიშვილი. - თბ. : მერანი-3, 1999 (მერანი-3). - 468გვ. ; 28სმ.. - ბიბლიოგრ.: გვ. 465-467. - ISBN 99928-34-40-4.
to main page Top 10FeedbackLogin top of page
© 2008 David A. Mchedlishvili XHTML | CSS Powered by Glossword 1.8.9