შიზოფრენია. მისი აღწერისას ბლოილერმა გადახედა კრეპელინის კონცეფციას ნაადრევი ჭკუასუსტობის შესახებ და მნიშვნელოვნად გააფართოვა ამ დაავადების საზღვრები. მან შიზოფრენიის ჩარჩოში მოათავსა პარაფრენია, დანაკლისის პრესენილური ბოდვა, ქრონიკული ალკოჰოლური ფსიქოზები (ალკოჰოლური ჰალუცინოზი), ცირკულარული ფსიქოზის შიზოფრენიისმაგვარი ფორმები, რიგი დაავადებები, რომლებიც ხასიათდება კლინიკურ სურათში იპოქონდრიული და ობსესიური სიმპტომატიკის სიჭარბით. შიზოფრენიის დროს ძირითად დარღვევად ბლოილერი თვლიდა ფსიქიკის გახლეჩას. მას შემდეგ შიზოფრენიის საზღვრები არაერთხელ იქნა გადასინჯული. Bleuler E., 1911
Source: ფსიქიატრიული ენციკლოპედია / შემდგ.: აკაკი გამყრელიძე, ნანა ნიკოლაიშვილი. - თბ. : მერანი-3, 1999 (მერანი-3). - 468გვ. ; 28სმ.. - ბიბლიოგრ.: გვ. 465-467. - ISBN 99928-34-40-4.