A B C D E F G H I J K L M N O P R S T V W

შა შე შვ შთ ში შმ შნ შო შპ შრ შტ შუ შფ შჩ
შიდ შიზ შილ შინ შიპ შიშ შიჰ

შიზოფრენია ლატენტური

Rus. шизофрения латентная
(Bleuler E., 1911).შიზოფრენიის ფორმა, მიმდინარეობს „მსუბუქი პათოლოგიური აშლილობებით“, ფსიქოზური სიმპტომატიკის გარეშე, მხოლოდ შემთხვევათა ნაწილში, მრავალწლიანი ფარული მიმდინარეობის შემდეგ მწვავდება სხვადასხვა არაკეთილსასურველი ფაქტორების გავლენით. გაძნელებულია დიფერენციალური დიაგნოსტიკა შიზოიდური წრის კონსტიტუციურ ანომალიურ ხასიათთან. გამოყოფის მართებულობა არ არის საყოველთაოდ აღიარებული. რიგი მკვლევარებისა ლ.შ-ს აკუთვნებენ დუნედ მიმდინარე შიზოფრენიის წაშლილ ფორმებს (Штенберг Э.Я., Молчанова Е.К., 1978).
Source: ფსიქიატრიული ენციკლოპედია / შემდგ.: აკაკი გამყრელიძე, ნანა ნიკოლაიშვილი. - თბ. : მერანი-3, 1999 (მერანი-3). - 468გვ. ; 28სმ.. - ბიბლიოგრ.: გვ. 465-467. - ISBN 99928-34-40-4.
to main page Top 10FeedbackLogin top of page
© 2008 David A. Mchedlishvili XHTML | CSS Powered by Glossword 1.8.9