A B C D E F G H I J K L M N O P R S T V W

ე. ეა ებ ეგ ედ ევ ეზ ეთ ეი ეკ ელ ემ ენ ეო ეპ ერ ეს ეტ ეუ ეფ ექ ეჭ
ე.

ე. ბლოილერის ძირითადი და დამატებითი ნიშნები შიზოფრენიისა

Rus. Блейлера Э. основные и добавочные признаки шизофрении
შიზოფრენიის სიმპტომთა დაყოფა კლინიკური პრინციპის მიხედვით. ძირითადს (აუცილებელი, ობლიგატური) მიეკუთვნება შიზოფრენიის ყველა ფორმისათვის დამახასიათებელი სიმპტომები – ასოციაციური მოქმედების დარღვევა, აუტიზმი, ემოციური სიჩლუნგე; დამატებითს (ფაკულტატური) – ბოდვითი იდეები, ჰალუცინაციები, კატატონიური სიმპტომები. აუცილებელია ძირითადი ნიშნების გამოყოფა ე.წ. პირველადი, ფიზიოგენურისაგან, რომლებიც თითქოსდა დამოკიდებულია ტვინის დაზიანებაზე და ემსახურება „ძირითადი“ აშლილობების გამოვლენას. შიზოფრენიის მეორეული სიმპტომების წარმოშობას იგი ხსნიდა პირველად სიმპტომებზე პიროვნული რეაქციით და მიიჩნევდა შიზოფრენიის ფსიქოგენურ სიმპტომებად. შიზოფრენიის ძირითადი ნიშნების ერთობლიობა აგრეთვე ატარებს ბლოილერის ტრიადის სახელწოდებას. Bleuler E., 1911
Source: ფსიქიატრიული ენციკლოპედია / შემდგ.: აკაკი გამყრელიძე, ნანა ნიკოლაიშვილი. - თბ. : მერანი-3, 1999 (მერანი-3). - 468გვ. ; 28სმ.. - ბიბლიოგრ.: გვ. 465-467. - ISBN 99928-34-40-4.
to main page Top 10FeedbackLogin top of page
© 2008 David A. Mchedlishvili XHTML | CSS Powered by Glossword 1.8.9