A B C D E F G H I J K L M N O P R S T V W

ფა ფე ფი ფლ ფო ფრ ფს ფტ ფუ
ფსე ფსი

ფსიქოსინდრომი ენდოკრინული

Rus. психосиндром эндокринный
ენდოკრინული ჯირკვლების პათოლოგიით განპირობებული ფსიქოპათოლოგიური ცვლილებების ერთობლიობა. პირველ რიგში, დამახასიათებელია აფექტურ-პიროვნული ცვლილებები – ინსტინქტების, მიზიდულობათა, ემოციური სფეროების დარღვევები. პიროვნული ცვლილებები არ არის ისე ღრმა, როგორც ჭეშმარიტი ფსიქიკური დაავადებების დროს. ფსიქოსინდრომი ენდოკრინული შეესაბამება ე. ბლოილერის ორგანული ფსიქოსინდრომის ვარიანტს, რომელიც აღნიშნულია განსაზღვრული ლოკალიზაციის თავის ტვინის ორგანული პროცესით დაავადებების დროს, მაგ., ლეთარგიული ენცეფალიტის დროს. Bleuler M., 1948
Source: ფსიქიატრიული ენციკლოპედია / შემდგ.: აკაკი გამყრელიძე, ნანა ნიკოლაიშვილი. - თბ. : მერანი-3, 1999 (მერანი-3). - 468გვ. ; 28სმ.. - ბიბლიოგრ.: გვ. 465-467. - ISBN 99928-34-40-4.
to main page Top 10FeedbackLogin top of page
© 2008 David A. Mchedlishvili XHTML | CSS Powered by Glossword 1.8.9