A B C D E F G H I J K L M N O P R S T V W

აბ აგ ად აე ავ აზ ათ აი აკ ალ ამ ან აპ აჟ არ ას ატ აუ აფ აქ აღ აშ აც ახ აჰ
აგე აგზ აგი აგლ აგნ აგო აგრ

აგრესია

Rus. агрессия
L. aggresio – თავდასხმა, შეჭრა, ძალადობა
ინდივიდის განწყობა ან ქმედობა, მიმართული ფიზიკური ან ფსიქოლოგიური ზიანის მიყენებისაკენ. ა. შეიძლება გამოვლინდეს ინდივიდუალური ან კოლექტიური ქცევის სახით. შეიძლება მიმართული იყოს სხვისკენ (ჰეტეროაგრესია) ან საკუთარი თავისაკენ (ავტოაგრესია). კარენ ჰორნი (K. Horney), რომელმაც ფსიქოლოგიაში შემოიტანა ტერმინი აგრესია თვლიდა, რომ იგი არის ფსიქოლოგიური თავდაცვის ერთ-ერთი მექანიზმი. არ არის სავალდებულო აგრესია მიმართული იყოს პირდაპირ გამღიზიანებელზე. კ. ჰორნის (K. Horney) მიერ აღწერილ შემთხვევაში აგრესია მიმართულია არა უშუალოდ ფრუსტრაციულ ფაქტორზე, არამედ მეორად ობიექტზე, ე.წ. გადანაცვლების აგრესია. მასვე მიაკუთვნებენ ნეგატივიზმს და თანამშრომლობაზე უარის თქმის შემთხვევებს, როდესაც აღნიშნული ფენომენების მიმართულებაც გადანაცვლებულია
Source: ფსიქიატრიული ენციკლოპედია / შემდგ.: აკაკი გამყრელიძე, ნანა ნიკოლაიშვილი. - თბ. : მერანი-3, 1999 (მერანი-3). - 468გვ. ; 28სმ.. - ბიბლიოგრ.: გვ. 465-467. - ISBN 99928-34-40-4.
to main page Top 10FeedbackLogin top of page
© 2008 David A. Mchedlishvili XHTML | CSS Powered by Glossword 1.8.9