Rus. Блюма тест картинок с собачкой Блекки პიროვნების გამოკვლევის ერთ-ერთი პროექციული ფსიქოლოგიური ტესტი. გამოსაკვლევ პირს აძლევენ დავალებას, შეადგინოს მოთხრობა 12 იუმორისტული ნახატის მიხედვით, რომლებზეც გამოსახულია ლეკვის, სახელად ბლეკი, თავგადასავალი. გამოსაკვლევი პირის სქესის მიხედვით, ბლეკი მის წარმოდგენაში ან დედალია ან მამალი. სხვა პერსონაჟებია – ბლეკის დედ-მამა და განუსაზღვრელი სქესის ლეკვი, სახელად ტიპი. თითოეული ნახატის მიხედვით გამოსაკვლევი პირი ჰყვება მის მიერ მოგონილ ისტორიას; შემდეგ მას აძლევენ სტანდარტული კითხვების სერიას. ინტერპრეტაცია ფსიქოანალიზურია. გამოიყენება ბავშვების გამოსაკვლევად. Blum G.S., 1949
Source: ფსიქიატრიული ენციკლოპედია / შემდგ.: აკაკი გამყრელიძე, ნანა ნიკოლაიშვილი. - თბ. : მერანი-3, 1999 (მერანი-3). - 468გვ. ; 28სმ.. - ბიბლიოგრ.: გვ. 465-467. - ISBN 99928-34-40-4.