ისტერიის სახე, ვლინდება ერთეული, სპორადული შემთხვევების სახით, მაგრამ ზოგჯერ იღებს ფსიქიკური ეპიდემიის ხასიათს. გამოვლინდება აკვიატებული „ეშმაკეულებით შეპყრობილობის“ იდეებით. ყველაზე ტიპური ნიშანია – ისტერიული გულყრები, რომლებიც უმეტესად აღმოცენდება რელიგიური დღესასწაულების დროს. ამასთან ერთად აღინიშნება ცნობიერების შევიწროება, შესაძლებელია ჰალუცინაციური ინდუცირებული განცდები. ამჟამად ძალზე იშვიათია
Source: ფსიქიატრიული ენციკლოპედია / შემდგ.: აკაკი გამყრელიძე, ნანა ნიკოლაიშვილი. - თბ. : მერანი-3, 1999 (მერანი-3). - 468გვ. ; 28სმ.. - ბიბლიოგრ.: გვ. 465-467. - ISBN 99928-34-40-4.