ადამიანის მიერ გარე სინამდვილის ასახვის უმაღლესი ფორმა. წარმოადგენს ფსიქიკური პროცესების ერთობლიობას, რომელიც ც–ის მატარებელს აძლევს ორიენტირების საშუალებას გარემოში. დროში და საეეთარ პიროვნებაში; უზრუნველყოფს გამოცდილების მემკვიდრეობითობას. ქცევის ერთიანობას და მრავალფეროვნებას, ფსიქიკური მოქმედების უწყვეტობასა და თანმიმდევრუელობას. კლინიკაში ცნობიერების პათოლოგია გამოვლინდება ძირითადად ორი სახით: ცნობიერების აშლის და აბნევის სინდრომებით. ცნობიერების აშლა წარმოადგენს პირველად პროცესს და გამოვლინდება გაბრუების, სოპორის, კომის, დელირიული, ამენციური და ბინდისებური ცნობიერების სახით. აბნევა მეორეული პროცესია და გამოვლინდება ცნობიერების ასოციაციური, მანიაკალური, ჰალუცინაციური, ბოდვითი, აფექტური, ამნეზიური და დემენციური აბნევის სახით.
Source: ფსიქიატრიული ენციკლოპედია / შემდგ.: აკაკი გამყრელიძე, ნანა ნიკოლაიშვილი. - თბ. : მერანი-3, 1999 (მერანი-3). - 468გვ. ; 28სმ.. - ბიბლიოგრ.: გვ. 465-467. - ISBN 99928-34-40-4.