Rus. агрессивностьG. Aggression აქ: ავადმყოფის მიდრეკილება, გარშემომყოფ პირთა და საგანთა მიმართ გამოიჩინოს თავდასხმის, ნგრევის, განადგურების, სხეულის დამაზიანებელი ქმედობანი, შესაძლებელია მიმართული იყოს საკუთარი თავისადმი გვხვდება ჰალუცინაციური, ბოდვითი, კატატონური და ცნობიერების შეცვლით მიმდინარე ზოგიერთი სინდრომის დროს. ფსიქოანალიზური გაგებით, ტენდენცია ან ტენდენციათა ერთობლიობა, რომელიც ვლინდება ქმედობებით ან ფანტაზიორობით და მიზნად აქვს მეორე ადამიანისათვის რაიმე ზიანის მიყენება, მისი დამცირება, განადგურება და ა.შ. აგრესია შეიძლება იყოს გამოხატული, როგორც პირდაპირი ქმედობით, ასევე გადატანითი მოქმედებებით. მაგ.: ნეგატიური – დახმარებაზე უარის თქმა, ან პოზიტიური, სიმბოლური ირონია. ფსიქოანალიზი დიდ მნიშვნელობას აძლევს აგრესიულობას და თვლის, რომ იგი სუბიექტის განვითარების ადრეულ ეტაპზე ყალიბდება. ერთი მხრივ, უკავშირდება ხოლო, მეორე მხრივ უპურისპირდება სექსუალობას. აგრესიული ქმედობის მიზეზად ითვლება თავის ტვინის ამიგდალური და ინსულარული სტრუქტურების ამორჩევითი გააქტიურება, რის გამოც აგრესიულობის მოსახსნელად გამოიყენებოდა ფსიქოქირურგიული მეთოდები
Source: ფსიქიატრიული ენციკლოპედია / შემდგ.: აკაკი გამყრელიძე, ნანა ნიკოლაიშვილი. - თბ. : მერანი-3, 1999 (მერანი-3). - 468გვ. ; 28სმ.. - ბიბლიოგრ.: გვ. 465-467. - ISBN 99928-34-40-4.