A B C D E F G H I J K L M N O P R S T V W

ვა ვე ვვ ვი ვნ ვო ვრ ვუ
ვაგ ვაი ვალ ვამ ვან ვარ ვას ვატ

ვან ბოგარტ-ნისენის სინდრომი

Rus. ван Богарта-Ниссена синдром
მემკვიდრეობითი დაავადება, გადაცემის რეცესიული ტიპი. პროგრესირებადი ოჯახური ლეიკოდისტროფიის მოგვიანებითი ტიპი. დაავადება იწყება 30 წლის ასაკის შემდეგ. გამოხატულია აშლილობები აფექტურ სფეროში, პარა-, შემდეგ ტეტრაპლეგია, პირამიდული სიმპტომატიკა, ფსევდობულბური დარღვევები, მხედველობის ნერვის დვრილების გაფერმკრთალება, გუგების რეაქციის შესუსტება, პროგრესირებადი ჭკუასუსტობა. პათოლოგანატომიურად – დემიელინიზირებადი სისტემური პროცესი აქსონების დაზიანებით. van Bogaert L., Nyssen R., 1936
Source: ფსიქიატრიული ენციკლოპედია / შემდგ.: აკაკი გამყრელიძე, ნანა ნიკოლაიშვილი. - თბ. : მერანი-3, 1999 (მერანი-3). - 468გვ. ; 28სმ.. - ბიბლიოგრ.: გვ. 465-467. - ISBN 99928-34-40-4.
to main page Top 10FeedbackLogin top of page
© 2008 David A. Mchedlishvili XHTML | CSS Powered by Glossword 1.8.9