Rus. бред особого значения ახლოა დამოკიდებულების ბოდვასთან. კამენევა (Каменева Е.И., 1957) განიხილება, რგორც დამოკიდებულების ბოდვის გართულებულ ფორმას, რომელიც შეესაბამება დაავადების სიღრმეს. ავადმყოფები განსაკუთრებულ მნიშვნლობას ანიჭებენ გარშემომყოფთა სიტყვებსა და ქცევებს. თითქოს გარშემომყოფთა დამოკიდებულება ავადმყოფისადმი გამოხატულია შენიღბული, სიმბოლური ფორმით ქარაგმით (სიტყვა, მოქმედება, საგანი, რომელსაც აქვს განსაკუთრებული მნიშვნელობა) დამოკიდებულების ბოდვისა და განსაკუთრებული მნიშვნელობის ბოდვას შორის შუალედური ადგილი უჭირავს ქარაგმულ ბოდვას, ჟესტები, ფაქტები, საგნები შემთხვევითი არაა, თითქოს მიუთითებს ავადმყოფის არასრულფასოვნებაზე, ემუქრება მას დასჯით
Source: ფსიქიატრიული ენციკლოპედია / შემდგ.: აკაკი გამყრელიძე, ნანა ნიკოლაიშვილი. - თბ. : მერანი-3, 1999 (მერანი-3). - 468გვ. ; 28სმ.. - ბიბლიოგრ.: გვ. 465-467. - ISBN 99928-34-40-4.