A B C D E F G H I J K L M N O P R S T V W

პ. პა პე პი პლ პნ პო პრ პუ პფ
პავ პათ პალ პან პაპ პაჟ პარ პას პატ პაქ

პარაფრენია მელანქოლიური

Rus. парафрения меланхолическая
მოგვიანებითი ასაკის ენდოგენური დეპრესიები, წარმოადგენს ბოდვით მიმდინარე დეპრესიის კულმინაციას. დეპრესიული იდეები (თვითბრალდების, იპოქონდრიული, თეითდამცირების) იძენს ფანტასტიკურ ხასიათს. არაიშვიათად თან ახლავს ნიჰილისტური და უარყოფის და გრანდიოზულობის ბოდვა (კოტარის სინდრომი). ონეიროიდული აშლილობისა და პიროვნების თვითშეცნობის დარღვევების არარსებობა პარაფრენია მელანქოლიურის ფაზურ-აფექტური ბუნების დამადასტურებელია (Пападопулос Т.Ф., Шахматова-Павлова И.В., 1983).
Source: ფსიქიატრიული ენციკლოპედია / შემდგ.: აკაკი გამყრელიძე, ნანა ნიკოლაიშვილი. - თბ. : მერანი-3, 1999 (მერანი-3). - 468გვ. ; 28სმ.. - ბიბლიოგრ.: გვ. 465-467. - ISBN 99928-34-40-4.
to main page Top 10FeedbackLogin top of page
© 2008 David A. Mchedlishvili XHTML | CSS Powered by Glossword 1.8.9