A B C D E F G H I J K L M N O P R S T V W

ბა ბე ბი ბლ ბნ ბო ბჟ ბრ ბუ
ბობ ბოგ ბოდ ბოვ ბონ ბორ ბოს ბოტ

ბოდვა წარმოსახვისა

Rus. бред воображения
(Dupre E., Longre J.B., 1914). ინტერპრეტაციული და ჰალუცინაციური ბოდვის საწინააღმდეგო, გამონაგონია და გამომდინარეობს პიროვნების მიდრეკილებიდან ფანტაზირებისადმი, ოცნებებისადმი. ბოდვა წარმოსახვისა აღმოცენდება მწვავედ ინტუიციის, შთაგონების, „გასხივოსნების“ შედეგად. ავტორთა მიხედვით, მის აღმოცენებას განაპირობებს მითომანიური კონსტიტუცია (იხ. მითომანია), ინტელექტის სისუსტე და ჰიპომანიაკალური მდგომარეობა. არ აღინიშნება მეხსიერების ღრმა დარღვევები, ჰალუცინაციები, ფსიქოსენსორული აშლილობები. ტიპიური გარემოს ნათელი აღქმა და სრული ორიენტაცია. თანამედროვე მკვლევარების (Киндрас Г.И., 1976) მიხედვით, წარმოადგენს მასშტაბით განსხვავებულ (მეგალომანიურიდან ყოფითამდე) ავადმყოფურ ფანტაზირებას, რომელიც ვიტარდება აქტიური შეთხზვის საფუძველზე და ვრცელდება წარსულზე, აწმყოსა და მომავალზე. ბოდვა წარმოსახვისა შედის პარაფრენიული სინდრომის სტრუქტურაში და მისი ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ნიშანია
Source: ფსიქიატრიული ენციკლოპედია / შემდგ.: აკაკი გამყრელიძე, ნანა ნიკოლაიშვილი. - თბ. : მერანი-3, 1999 (მერანი-3). - 468გვ. ; 28სმ.. - ბიბლიოგრ.: გვ. 465-467. - ISBN 99928-34-40-4.
to main page Top 10FeedbackLogin top of page
© 2008 David A. Mchedlishvili XHTML | CSS Powered by Glossword 1.8.9