A B C D E F G H I J K L M N O P R S T V W

ბა ბე ბი ბლ ბნ ბო ბჟ ბრ ბუ
ბობ ბოგ ბოდ ბოვ ბონ ბორ ბოს ბოტ

ბოდვა გრძნობადი

Rus. бред чувственный
არასისტემატიზებული, წყვეტილი ბოდვა შინაარსობრივად უფრო გაუგებარი და აფექტურად ნაკლებად დატვირთვული, ვიდრე სისტემატიზებული; ხშირად ვლინდება გარე სინამდვილის ამა თუ იმ ფაქტორის ავადმყოფური აღქმით. მისი საფუძველია – გრძნობადი შემეცნების, გარე სამყაროს მოვლენებისა და საგნების სუსტი ასახვის უნარის მოშლა. დამახასიათებელია ფაბულის უეცარი წარმოქმნა, მისი თვალსაჩინოება და კონკრეტულობა. ვერტოგრადოვას მიხედვით, ბოდვა გრძნობადი არის აღქმის ბოდვა მაშინ როცა ხატოვანი ბოდვა არის წარმოსახვის ბოდვა
Source: ფსიქიატრიული ენციკლოპედია / შემდგ.: აკაკი გამყრელიძე, ნანა ნიკოლაიშვილი. - თბ. : მერანი-3, 1999 (მერანი-3). - 468გვ. ; 28სმ.. - ბიბლიოგრ.: გვ. 465-467. - ISBN 99928-34-40-4.
to main page Top 10FeedbackLogin top of page
© 2008 David A. Mchedlishvili XHTML | CSS Powered by Glossword 1.8.9