ხასიათდება ავადმყოფის ტენდენციით, დაინახოს მისდამი მიმართული დევნა სხვა ადამიანებიას მხრიდან. ამ დროს ხშირია შიშისა და შფოთვის აფექტები. ხშირად შეუღლებულია სმენით ჰალუცინაციასთან. შეიძლება იყოს როგორც წყვეტილი, ასევე სისტემატიზებული. შედის პერსეკუტორული ბოდვის სინდრომების ჯგუფში
Source: ფსიქიატრიული ენციკლოპედია / შემდგ.: აკაკი გამყრელიძე, ნანა ნიკოლაიშვილი. - თბ. : მერანი-3, 1999 (მერანი-3). - 468გვ. ; 28სმ.. - ბიბლიოგრ.: გვ. 465-467. - ISBN 99928-34-40-4.