A B C D E F G H I J K L M N O P R S T V W

ბა ბე ბი ბლ ბნ ბო ბჟ ბრ ბუ
ბობ ბოგ ბოდ ბოვ ბონ ბორ ბოს ბოტ

ბოდვა დეპრესიული

Rus. бред депрессивный
მეორეული აფექტური ბოდვის ვარიანტი, აღინიშნება დეპრესიული მდგომარეობების დროს. დამახასიათებელია უარყოფითი ემოციური შეფერილობა პესიმისტური განწყობით, ცირკულარული დეპრესიების დროს შეესაბამება ბოდვითი დეპრესიების ხარისხს (Ианадопулос Т.Ф., 1970). სინიცინის (Синицин В.И., 1976) დაკვირვებებით, ციკლოთიმიური დეპრესიის დროს აღინიშნება თვითბრალდების ფსიქოლოგიურად გასაგები და არამყარი იდეები, უბრალოდ დეპრესიის დროს თვითბრალდების იდეებს აქვს ზეღირებული ხასიათი, ბოდვითის დროს – აღწევს ბოდვითი გამოვლინებების ხარისხს. დეპრესიული ბოდვის ყველაზე ხშირი სახეები – ბოდვა თვითბრალდების, თვითდამცირების, ცოდვიანობის, გაღატაკების, იპოქონდრული და ა.შ. შესაძლებელია დევნის იდები თვითბრალდების იდეებთან ერთად: ავადმყოფს დევნიან იმის გამო, რომ იგი დამნაშავეა. (Peters U.H., 1970) დეპრესიული ბოდვის მნიშვნელოვანი ნიშანია– შფოთვის ვიტალური სევდის სიმპტომები (Schneider K., 1939).
Source: ფსიქიატრიული ენციკლოპედია / შემდგ.: აკაკი გამყრელიძე, ნანა ნიკოლაიშვილი. - თბ. : მერანი-3, 1999 (მერანი-3). - 468გვ. ; 28სმ.. - ბიბლიოგრ.: გვ. 465-467. - ISBN 99928-34-40-4.
to main page Top 10FeedbackLogin top of page
© 2008 David A. Mchedlishvili XHTML | CSS Powered by Glossword 1.8.9