A B C D E F G H I J K L M N O P R S T V W

ბა ბე ბი ბლ ბნ ბო ბჟ ბრ ბუ
ბობ ბოგ ბოდ ბოვ ბონ ბორ ბოს ბოტ

ბოდვა პარაზიტებით დაზიანებისა

Rus. бред поражения паразитами
(Wieser S., Keiser H., 1966). ხასიათდება ავადმყოფის მტკიცებით, თითქოს მისი სხეულის სხვადასხვა ნაწილები, კანი, საცხოვრებელი, ტანსაცმელი დაზიანებულია პარაზიტებით. დამყარებულია მტანჯველ შეგრძნებებზე. უპირატესად გვხვდება 50-60 წლის ასაკში, განსაკუთრებით ქალებში. აღინიშნება ინვოლუციური პარაფრენიის და მელანქოლიის, ატროფიული პროცესების, სხვადასხვა ეტიოლოგიის დეპრესიული მდგომარეობების, პარანოიული განვითარების დროს. ხშირად ამ დროს აღინიშნება კანის ინერეაციის მოშლა და კანის დაავადებები
Source: ფსიქიატრიული ენციკლოპედია / შემდგ.: აკაკი გამყრელიძე, ნანა ნიკოლაიშვილი. - თბ. : მერანი-3, 1999 (მერანი-3). - 468გვ. ; 28სმ.. - ბიბლიოგრ.: გვ. 465-467. - ISBN 99928-34-40-4.
to main page Top 10FeedbackLogin top of page
© 2008 David A. Mchedlishvili XHTML | CSS Powered by Glossword 1.8.9