A B C D E F G H I J K L M N O P R S T V W

ბა ბე ბი ბლ ბნ ბო ბჟ ბრ ბუ
ბობ ბოგ ბოდ ბოვ ბონ ბორ ბოს ბოტ

ბოდვა ეროტიკული დევნისა

Rus. бред эротического преследования
(Krafft-Ebing R. 1890) ეროტიკული ბოდვის ვარიანტი, რომლის დროსაც ავადმყოფები საკუთარ თავს თვლიან სექსუალური შეურაცყოფის მსხვერპლად გარშემომყოფთა მხრიდან. ხშირად აღინიშნება ქალებში; ისინი ამტკიცებენ რომ მათ დევნიან მამაკაცები, რმლებსაც ხელს უწყობენ სხვა ქალები, ცილს წამებენ გარშემომყოფთ და ბრალს დებენ გაუპატიურებაში. შესაძლებელია თვითმკვლელობა. ამ დროს ხშირია შეურაცხმყოფელი შინაარსის სმენითი ჰალუცინაციები და უსიამოვნო შეგრძნებები სასქესო ორგანოების მიდამოში. ხშირად ავადმყოფები თავიანთ მოჩვენებითი მდევრების მიმართ ავლენენ აგრესიას. აღინიშნება შიზოფრენიის დროს, პარაფრენიული მდგომარეობების კლინიკაში
Source: ფსიქიატრიული ენციკლოპედია / შემდგ.: აკაკი გამყრელიძე, ნანა ნიკოლაიშვილი. - თბ. : მერანი-3, 1999 (მერანი-3). - 468გვ. ; 28სმ.. - ბიბლიოგრ.: გვ. 465-467. - ISBN 99928-34-40-4.
to main page Top 10FeedbackLogin top of page
© 2008 David A. Mchedlishvili XHTML | CSS Powered by Glossword 1.8.9