A B C D E F G H I J K L M N O P R S T V W

აბ აგ ად აე ავ აზ ათ აი აკ ალ ამ ან აპ აჟ არ ას ატ აუ აფ აქ აღ აშ აც ახ აჰ
ადა ადე ადი ადლ ადმ ადრ

ადაპტაცია

Rus. адаптация
L. adaptatio – შეგუება
ბიოლოგიაში: იგულისხმება სხეულის აღნაგობის, შემადგენლობის და ფუნქციის შეგუება გარე სამყაროს ცვლილებებთან ევოლუციის პროცესში. მიმართულია ჰომეოსტაზის შესანარჩუნებლად. ფსიაქიატრიაში: პიროვნების მიკრო- და მაკროსოციალურ გარემოსთან შეგუება. გამოყოფენ ადაპტაციას და რეადაპტაციას. არჩევენ ფსიქიკურ და შრომით ადაპტაციას, აგრეთვე განიხილება პიროვნების ადაპტაციურობა – რამდენად განაპირობებს პიროვნული თვისებები ადაპტაციის უნარს. ფსიქოანალიზური გაგებით ადაპტაცია განიხილება, როგორც „ეგოს“-ს, „სუპერ-ეგო“-ს და გარე სამყაროს შორის. ასეთი ჰარმონიულობა უზრუნველყოფს ინსტიქტური ძალების სიამოვნების მომენტს, დამაკმაყოფილებელ განტვირთვის გარე სამყაროს მიერ თავსმოხვეული შეზღუდვების ფარგლებში და არ ცვლის პათოლოგიურად თვით „ეგო“-ს. ადაპტაცია შეიცავს აქტიურ და პასიურ კომპონენტებს. ფიზიოლოგიაში და ფსიქოლოგიაში არჩევენ ადაპტაციის მრავალ სახეს: ადაპტაცია ტკივილისადმი (a. doloroza), გემოვნების ადაპტაცია (a. gustatoria) მხედველობის ადაპტაცია (a. visualis), ყნოსვის ადაპტაცია (a. olfactoria), სმენის ადაპტაცია (a. auditiva), ტაქტილური ადაპტაცია (a. tactilis), ტემპერატურული, ფერისადმი, ნევრული ცენტრების, რეცეპტორული, სენსორული, სიმაღლის, ტოქსიკური ნივთიერებებისადმი, ფიზიკური და ფსიქიკური, პროფესიული, შრომითი, ევოლუციური და სხვა.
Source: ფსიქიატრიული ენციკლოპედია / შემდგ.: აკაკი გამყრელიძე, ნანა ნიკოლაიშვილი. - თბ. : მერანი-3, 1999 (მერანი-3). - 468გვ. ; 28სმ.. - ბიბლიოგრ.: გვ. 465-467. - ISBN 99928-34-40-4.
to main page Top 10FeedbackLogin top of page
© 2008 David A. Mchedlishvili XHTML | CSS Powered by Glossword 1.8.9