ხასიათდება ცოლქმრული ღალატის იდებით, ყოველთვის კავშირშია ავადმყოფისადმი მორალურ-მატერიალურ ზარალთან. ხშირად სისტემატიზებულია. აღინიშნება პარანოიული განვითარების ჩარჩოში ალკოჰოლიზმის დროს. შიზოფრენიის დროს ბოდვა ეჭვიანობისა ატარებს, როგორც პარანოიალურ, ასევე პარანოიდულ ხასიათს. აღმოცენდება უმიზეზოდ, არ შეესაბამება პიროვნების პრემორბიდულ თავისებურებებს. ეჭვიანობის ბოდვის აღმოცენებას და გამოვლინების ტავისებურებებს შიზოფრენიის ფარგლებში მიუთითებს ე. ზურმუხტაშვილი (1976)
Source: ფსიქიატრიული ენციკლოპედია / შემდგ.: აკაკი გამყრელიძე, ნანა ნიკოლაიშვილი. - თბ. : მერანი-3, 1999 (მერანი-3). - 468გვ. ; 28სმ.. - ბიბლიოგრ.: გვ. 465-467. - ISBN 99928-34-40-4.