Rus. бред примордиальныйL. primordialis – საწყისი, პირველი (Griesinger W., 1867). საწყისი, პირველადი ბოდვა, რომლის აღმოცენებას, ერთიანი ფსიქოზის კონცეფციის თანახმად, წინ არ უსწრებს აუცილებელი აფექტური აშლის სტადიები, მელანქოლია და მანია. შემდგომ ფსიქიატრიულ ლიტერატურაში პირველადი, ჭეშმარიტი ბოდვა, განიხილებოდა როგორც სხვა ფსიქოპათოლოგიურ აშლილობებთან დაუკავშირებელი, ფსიქოლოგიურად აუხსნელი (Jaspers K., 1913; Schneider K., 1931; Gruhle H.W., 1932). იასპერსი პირველად ბოდვაში არჩევდა ბოდვით აღქმას (ადეკვატურად მისაღები ბოდვითი განმარტება), ბოდვით წარმოდგენას (რეალური მოგონებების რეტროსპექტული გადასინჯვა, უეცარი „გასხივოსნება“) და ბოდვით ჩაწვდომას (მსოფლიო მნიშვნელობის მოვლენების შესახებ ცოდნის აღმოცენება). შნაიდერმა გააერთიანა ბოდვითი წარმოდგენა და ბოდვითი ჩაწვდომა და განიხილა როგორც ბოდვითი „გასხივოსნება“; ბოდვითი აღქმა მან მიაკუთვნა შიზოფრენიის პირველი რანგის სიმპტომებს. ტიპური მაგალითია ბოდვა შიზოფრენიურლი პირველადი ბოდვა უპირისპირდება მეორად ბოდვას (ან ბოდვისმაგვარი იდეებს), რომელიც გამომდინარეობს ცნობიერების აშლიდან, აფექტურობიდან, ჰალუცინაციებიდან, ფსიქოლოგიურად გასაგები ბოდვიდან; გვხვდება პარანოიული განვითარების დროს. თანამედროვე ფსიქიატრთა უმრავლესობა მიიჩნევს მხოლოდ პრიმორდიალური ბოდვის კლინიკურ-ფენომენოლოგიურ გამოყოფას მაშინ, როცა პათოგენეზის მიხედვით, ბოდვის წარმოქმნის ნებისმიერ ფორმას განიხილავენ როგორც მეორადს, რომლის აღმოცენებაში მნიშვნელოვან როლს ასრულებს პერცეფციის, აფექტურობის, აზროვნების, ცნობიერების აშლილობები. კლინიკის სურათის მიხედვით, პირველად ფსიქიკური ცვლილებები, ბოდვის მანიფესტაციის ეტაპი მიმდინარეობს ლატენტურად, არ ვლინდება ქცევის გარეგნული, ხილული დარღვევები. ამიტომ პრიმორდიალური ბოდვა ხშირად ტოვებს უეცრად აღმოცენებულის, ფსიქოლოგიურად გაუგებარის შთაბეჭდილებას
Source: ფსიქიატრიული ენციკლოპედია / შემდგ.: აკაკი გამყრელიძე, ნანა ნიკოლაიშვილი. - თბ. : მერანი-3, 1999 (მერანი-3). - 468გვ. ; 28სმ.. - ბიბლიოგრ.: გვ. 465-467. - ISBN 99928-34-40-4.