A B C D E F G H I J K L M N O P R S T V W

სა სე სვ სთ სი სკ სლ სმ სნ სო სპ სტ სუ სქ სც სწ
სებ სეგ სედ სეი სეკ სელ სემ სენ სერ სექ

სელიეს სინდრომი ადაპტაციისა

Rus. Селье синдром адаптации
არასპეციფიკური დაცვითი რეაქცია, გამოწვეული სხვადასხვა გარე გამღიზიანებლების, სტრესორების ზემოქმედებით. სტრესი – ორგანიზმის მდგომარეობა, განსაზღვრული ამ არასპეციფიური ცვლილებებით და განიხილება როგორც ჰომეოსტაზური წონასწორობის აღდგენის ცდა. არჩევენ ზოგადი ადაპტაციური სინდრომის სამ ფაზას; 1) შფოთვის რეაქცია, „ალარმი“ (Alarm), მობილიზაცია; 2) წინააღმდეგობის, რეზისტენტობის სტადია; 3) გამოფიტვის სტადია, როცა ამოწურულია ადაპტაციური შესაძლებლობები. ადაპტაციური სინდრომის გაშლაში წამყვანი როლი ენიჭება ჰორმონებს; ამგვარად, პროცესების ერთობლიობაში, რომელიც შედის სტრესის ცნებაში, მუშავდება მხოლოდ ერთი რგოლი. ფსიქიატრიაში აგრეთვე აღინიშნება ზოგიერთი დაავადების, პირველ რიგში, ენდოგენურის, აღმოცენების ახსნის ცდა სტრესის კონცეფციის პოზიციიდან. სელიეს კონცეფცია ხელს უწყობს შიზოფრენიის სომატური საფუძველის ცოდნის გაღრმავებას, მაგრამ საკმარისად არ შეუძლია ავადმყოფური გამოვლინებების არსის ახსნა (Морозов В.М., 1963). ამ კონცეფციამ მნიშვნელოვანი როლი შეასრულა ბონჰეფერის სწავლების შემდგომ შემუშავებაზე. ადაპტაციური სინდრომის თავისებურებები კორტიკალურ, ფსიქოლოგიურ დონეებზე შეიძლება შეესაბამებოდეს როზენცვაიგის ფრუსტრაციის თეორიას (Selye H., 1936)
Source: ფსიქიატრიული ენციკლოპედია / შემდგ.: აკაკი გამყრელიძე, ნანა ნიკოლაიშვილი. - თბ. : მერანი-3, 1999 (მერანი-3). - 468გვ. ; 28სმ.. - ბიბლიოგრ.: გვ. 465-467. - ISBN 99928-34-40-4.
to main page Top 10FeedbackLogin top of page
© 2008 David A. Mchedlishvili XHTML | CSS Powered by Glossword 1.8.9