Rus. бред ипохондрический ხასიათება ავდმყოფის განცდებით იმის შესახებ, თითქოსდა მას აქვს მძიმე განუკურნებელი დაავადება, უმეტესად სომატური, თუმცა აღწერილია ბოდვა იპოქოდრიული მძიმე ფსიქიკური პათოლოგიის არსებობის დროსაც (არ უნდა აგვერიოს შიზოფრენიის დებიუტის „ჭკუიდან გადასვლის“ შიშთან) ხშირად ეს დაავადება „უჩვეულოა“ განსხვავდება ყველა სხვა ცნობილი დაავადებებისაგან და ამიტომ ამოუცნობია. დაავადების დასაწყისში ბოდვა იპოქოდრიული არაიშვიათად გვხვდება სენესტოპათიებთან ერთად. ფსიქოგენური იპოქონდრიული სიმპტომების წარმოქმნისას (განსაკუთრებით იპოქონდრიული განვითარებისას) შეიძლება თვალი გავადევნოთ ფსიქოლოგიურად გასაგები და კორექციისთვის ხელმისაწვდომი ცალკეული იპოქონდრული განცდების გარდაქმნას, მაგ., კარდიოფობია ზეღირებული იდეებიდან ნამდვილ იპოქონდრულ ბოდვამდე
Source: ფსიქიატრიული ენციკლოპედია / შემდგ.: აკაკი გამყრელიძე, ნანა ნიკოლაიშვილი. - თბ. : მერანი-3, 1999 (მერანი-3). - 468გვ. ; 28სმ.. - ბიბლიოგრ.: გვ. 465-467. - ISBN 99928-34-40-4.