ხასიათდება ბრძოლით საკუთარი, თითქოსდა შელახული უფლებების დასაცავად. ამის გამო ავადმყოფები ჩივილით მიმართავენ ყველა შესაძლო ინსტანციას, აგროვებენ დიდი რაოდენობით, მათი აზრით მნიშვნელოვან დოკუმენტებს. არაიშვიათად გვხვდება პარანოიული განვითარების დროს; შესაძლოა თვალი გავადევნოთ დინამიკას რეალურად განპირობებული კონფლიქტური განცდებიდან ზეღირებული იდეების სტადიის გავლით მოდავეობის ბოდვამდე, რომლის ინტენსივობა არ იცვლება პირველადი კონფლიქტის მონაწილეთა სცენიდან გასვლის შემდეგაც – თვით მოდავეობა წარმოადგენს თვითმიზან
Source: ფსიქიატრიული ენციკლოპედია / შემდგ.: აკაკი გამყრელიძე, ნანა ნიკოლაიშვილი. - თბ. : მერანი-3, 1999 (მერანი-3). - 468გვ. ; 28სმ.. - ბიბლიოგრ.: გვ. 465-467. - ISBN 99928-34-40-4.