A B C D E F G H I J K L M N O P R S T V W

ბა ბე ბი ბლ ბნ ბო ბჟ ბრ ბუ
ბობ ბოგ ბოდ ბოვ ბონ ბორ ბოს ბოტ

ბოდვა მტრული დატყვევებისა

Rus. бред вражеского пленения
(Суханов С.А., 1915). მწვავე პარანოიდი, აღმოცენდება საომარი ვითარებისას ფრონტის პირობებში. დამახასიათებელია მწვავე დასაწყისი, დამოკიდებულების და დევნის ბოდვითი იდეების მოზღვავება, ძლიერი შიშის ფონზე აღმოცენებული ილუზორული აღქმა. პარანოიდის შინაარსი დამახინჯებულად ასახავს სიტუაციას: გარშემომყოფებში ავადმყოფი ხედავს მტრის ჯარისკაცებს და ა.შ. გამოჯანმრთელება დგება კრიტიკულად. ამნეზია არ არის, თუმცა შესაძლებელია რეზიდუალური ბოდვის მოვლენები. ფსიქოზის მწვერვალზე შესაძლებელია აგრესიული მოქმედებები. განიხილება როგორც გარე ვითარების პარანოიდის ერთ-ერთი ფორმა, რომლის განვითარებაში მნიშვნელოვან როლს ასრულებს უჩვეულო სიტუაციის არასასიკეთო ზემოქმედება და სომატური დაავადებები (Буиеев А.И., 1950).
Source: ფსიქიატრიული ენციკლოპედია / შემდგ.: აკაკი გამყრელიძე, ნანა ნიკოლაიშვილი. - თბ. : მერანი-3, 1999 (მერანი-3). - 468გვ. ; 28სმ.. - ბიბლიოგრ.: გვ. 465-467. - ISBN 99928-34-40-4.
to main page Top 10FeedbackLogin top of page
© 2008 David A. Mchedlishvili XHTML | CSS Powered by Glossword 1.8.9