A B C D E F G H I J K L M N O P R S T V W

DE DI DO DR DS
DIA DIF

Diagnostic criteria for Cocaine intoxication

292, 89 - DS TV- ით კოკაინით ინტოქსიკაციის სადიაგნოსტკო კრიტერიუმები (ადაპტირებული. ა) კოკაინის მოხმარების შესახებ მონაცემები. ბ) კლინიკურად მნიშვნელოვანი არაადაპტირებული ქცევითი და ფსიქოლოგიური ცვლილებები (მაგ., ეიფორია ან აფექტური შენელება, დარღვევები სოციუმში, აწეული ყურადღება და აღქმა, ინტერპერსონალური სენსიტივობა, შიში, დაძაბულობა, ბრაზიანობა, სტერეოტიპული ქცევები, არასწორი მსჯელობა, არასწორი სოციალური და ქცევითი მოქმედებები), განვითარებული კოკაინის გამოყენების შემდეგ მოკლე დროში. გ) ქვემოთ ჩამოთვლილი სიმპტომებიდან ორი ან მეტი, განვითარებული კოკაინის გამოყენებიდან მოკლე დროში : 1. ტაქიკარდია ან ბრადიკარდია; 2. გუგების გაფართოება; 3. მომატებული ან დაქვეითებული არტერიული წნევა; 4. შემცივნება ან ოფლიანობა; 5. გულისრევა ან ღებინება, 6. წონის დაკარგვა; 7. ფსიქომოტორული აგიტაცია; 8. კუნთოვანი მოდუნება, სუნთქვის დათრგუნვა, ტკივილი გულმკერდის არეში, არითმია; 9. დეზორიენტაცია, დისკინეზია, დისტონია, გულყრები ან კომა. დ) სიმპტომები არ არის დაკავშირებული ჯანმრთელობის საერთო მდგომარეობასთან ან რაიმე სხვა ფსიქიკურ დაავადებასთან. სპეფიციფიკურად განსახილველია პერცეფციული დარღვევების არსებობა
Source: ფსიქიატრიული ენციკლოპედია / შემდგ.: აკაკი გამყრელიძე, ნანა ნიკოლაიშვილი. - თბ. : მერანი-3, 1999 (მერანი-3). - 468გვ. ; 28სმ.. - ბიბლიოგრ.: გვ. 465-467. - ISBN 99928-34-40-4.
to main page Top 10FeedbackLogin top of page
© 2008 David A. Mchedlishvili XHTML | CSS Powered by Glossword 1.8.9