A B C D E F G H I J K L M N O P R S T V W

პ. პა პე პი პლ პნ პო პრ პუ პფ
პავ პათ პალ პან პაპ პაჟ პარ პას პატ პაქ

პარაფრენია

Rus. парафрения
Gk. phrēn – გონება
(Kraepelin E., I913). ფსიქიკური აშლილობა. თავდაპირველად გამოყოფილი იყო როგორც დამოუკიდებელი ნოზოლოგიური ფორმა, რომელიც ხასიათდებოდა თავისებური კლინიკური სურათით, პირველ რიგში. პარაფრენიული ბოდვით, სისტემატიზებული ან არასისტემატიზებული, ფანტასტიკური, განდიდების, დევნის იდეებით, კონფაბულაციებით, ბოღვის წარმოქმნაში რეტროსპექტული ტენდენციებით, ჰალუცინაციებით, ცრუ ამოცნობით. შემდგომში განიხილებოდა სინდრომოლოგიურად სხვადასხვა ფსიქოზების სტრუქტურაში (შიზოფრენია, ინვოლუციური, ორგანული). ჯერ კიდევ დამოუკიდებელ ნოზოლოგიურ ფორმად პარაფრენიის აღიარების პერიოდში, კრეპელინმა გამოყო მისი შემდეგი ფორმები: 1) სისტემატური – დევნის ბოდვას ცვლის შედარებით სტაბილური დიდი მასშტაბის ბოდვა, განდიდების იდეები, ინტელექტი და მეხსიერება შენარჩუნებულია საკმაო ემოციური სიცხოველით და სმენითი ჰალუცინაციების მნიშვნელოვანი როლი; 2) ფანტასტიკური – კლინიკურ სურათში ჭარბობს არამყარი, ადვილად აღმოცენებული და ადვილად ცვლადი ბოდვითი აბსურდული შინაარსის იდეები, თავისი არსით მიეკუთვნება განდიდების იდეებს; 3) კონფაბულაციური – მისთვის ტიპურია კონფაბულაციური ბოდვის და ჰალუცინაციების აღმოცენება მეხსიერების დარღვევის გარეშე; 4) ექსპანსიური – განდიდების ტიპური ბოდვითი იდეები მიმდინარე ჰიპერთიმიით, ზოგჯერ ჰალუცინაციებით. ამჟამად, პარაფრენიული ბოდვის წარმოქმნა უმრავლესი ფსიქიატრების მიერ განიხილება სინდრომოლოგიურ ასპექტში, როგორც სხვადასხვა წარმოშობის პარანოიდული სინდრომთა ჯგუფის მიმდინარეობის ტიპი (Фрумкин Я.И., 1939). პარაფრენიის სისტემატიზებული და ექსპანსიური ფორმები უმეტესად გვხვდება შიზოფრენიის დროს როგორც ბოდვის დინამიკის ერთ-ერთი მოგვიანებითი სტადია და ხანგრძლივი მიმდინარეობისას იცვლება ტიპური გამოსავალი მდგომარეობის სურათით. კონფაბულაციური და ფანტასტიკური ფორმები ხშირად აღინიშნება თავის ტვინის ეგზოგენურ-ორგანული დაავადებების დროს, განსაკუთრებით მოგვიანებით ასაკში. გამოყოფენ აგრეთვე ჰალუცინაციურ პარაფრენიას, რომლის კლინიკურ სურათში ჭარბობს ჰალუცინაციური განცდები, ხშირად – ვერბალური ფსევდოჰალუცინაციები და სენესტოპათიები (Коган Я.М., 1941ж Петргва Э.С., 1967). ხალეცკიმ (Халецкий А.М., 1973) მიუთითა შიზოფრენიისთეის ტიპური პარაფრენიული სინდრომის თავისებურებაზე – პარანოიდული სინდრომის პარაფრენიულით შეცვლის დროს ხდება კანდინსკი-კლერამბოს სინდრომის უარყოფითი ვარიანტის შეცვლა დადებითით, ზემოქმედების, მართვადობის მძიმე განცდა იცვლება კონტრასტული, „ხელოვნურად შექმნილი“ განახლების დადებითი განცდით. ავადმყოფი თვითონ იქცევა განსაკუთრებული ძალის, ახალი ცოდნის, სამყაროზე მბრძანებლობის მქონე სუბიექტად. საქართველოში პარაფრენიის კლინიკის ფსიქოპათოლოგიური ასპექტები შესწავლილია ი. ყუბანეიშვილის (1967) მიერ
Source: ფსიქიატრიული ენციკლოპედია / შემდგ.: აკაკი გამყრელიძე, ნანა ნიკოლაიშვილი. - თბ. : მერანი-3, 1999 (მერანი-3). - 468გვ. ; 28სმ.. - ბიბლიოგრ.: გვ. 465-467. - ISBN 99928-34-40-4.
to main page Top 10FeedbackLogin top of page
© 2008 David A. Mchedlishvili XHTML | CSS Powered by Glossword 1.8.9