Rus. бред сенситивный отношения (Kretschmer E., 1918). ბოდვის წარმოქმნა, საფუძვლად უდევს ავადმყოფის აწეული პიროვნული მგრძნობელობა, მისი აქცენტუირებული აფექტურობა და კონსტიტუციური წინაგანწყობა. ამგვარად, დამოკიდებულები ბოდვა გამომდინარეობს ავადმყოფის პიროვნების პრემორბიდული ხასიათიდან და აფექტური მდგომარეობიდან. ბოდვა სენსიტიური დამოკიდებულებისა მოწოდებულია პარანოიის დროს ბოდვის წარმოქმნის ასახსნელად მისი ფსიქოგენეზის კონცეფციის შესაბამისად. დიაგნოსტიკის დროს გათვალისწინებულია ისეთი ფაქტორები, როგორიცაა კონსტიტუცია (სენსიტიური ხასიათი), განცდა და სპეციფიკური გარე გამღიზიანებელი. თანამედროვე შეხედულებით, ლაპარაკია პარანოიდულ განვითარებაზე
Source: ფსიქიატრიული ენციკლოპედია / შემდგ.: აკაკი გამყრელიძე, ნანა ნიკოლაიშვილი. - თბ. : მერანი-3, 1999 (მერანი-3). - 468გვ. ; 28სმ.. - ბიბლიოგრ.: გვ. 465-467. - ISBN 99928-34-40-4.