Rus. бред систематизированный ხასიათდება განსაზღვრული ბოდვითი სისტემის არსებობით. ცალკეული ბოდვითი სიუჟეტები ურთიერთდაკავშირებულია. მოშლილია უპირატესად გარე სამყაროს აბსრაქტული შეცნობის უნარი, დამახინჯებულია მოვლენებს შორის შინაგანი კავშირების დამყარება. საწინააღმდეგოა ბოდვა წყვეტილისა. ტიპური მაგალითია – ბოდვა პარანოიალური, ბოდვა პარანოიული, ბოდვა პარაფრენიულის ზოგიერთი ფორმები
Source: ფსიქიატრიული ენციკლოპედია / შემდგ.: აკაკი გამყრელიძე, ნანა ნიკოლაიშვილი. - თბ. : მერანი-3, 1999 (მერანი-3). - 468გვ. ; 28სმ.. - ბიბლიოგრ.: გვ. 465-467. - ISBN 99928-34-40-4.