A B C D E F G H I J K L M N O P R S T V W

ბა ბე ბი ბლ ბნ ბო ბჟ ბრ ბუ
ბობ ბოგ ბოდ ბოვ ბონ ბორ ბოს ბოტ

ბოდვა შეპყრობისა

Rus. бред одержимости
არქაული ბოდვის ვარიანტი. ასახავს განცდებს ავადმყოფის სხეულში რაღაც ცოცხალი არსებების, ხშირად ფანტასტიკური, უწმინდური ძალის ჩასახლების შესახებ. ხშირად აღინიშნება დაუფლების ბოდვასთან ერთად. წარმოადგენს კანდინსკი-კლერამბოს ფსიქიკური ავტომატიზმის სინდრომის გამოვლინებას. ავადმყოფებს აღენიშნებათ მეტყველებითმამოძრავებელი ფსევდოჰალუცინაციები. ზოგჯერ ისინი ამტკიცებენ, რომ მათ სხეულში შეაღწია სხვა ადამიანმა (ცნობილი მსახიობი, ჰიპნოტიზიორი, ექსტრასენსი); შინაგანი არსებობის (zoopathia interna) ბოდვის სხვა შემთხვევებში ფიგურირებს ცხოველები
Source: ფსიქიატრიული ენციკლოპედია / შემდგ.: აკაკი გამყრელიძე, ნანა ნიკოლაიშვილი. - თბ. : მერანი-3, 1999 (მერანი-3). - 468გვ. ; 28სმ.. - ბიბლიოგრ.: გვ. 465-467. - ISBN 99928-34-40-4.
to main page Top 10FeedbackLogin top of page
© 2008 David A. Mchedlishvili XHTML | CSS Powered by Glossword 1.8.9