დევნის ბოდვის ვარიანტი. შესაძლებელია იყოს როგორც წყვეტილი, ასევე სისტემატიზებული. უმეტესად თან ახლავს სმენითი და ტაქტილური ჭეშმარიტი ჰალუცინაციები. ავადმყოფი აცხადებს, რომ დევნის მიზნით ზემოქმედებას ახდენენ მის სასქესო ორგანოებზე ან აუპატიურებენ მას. ბოდვის ტონი, როგორც წესი, მამაკაცებში უარყოფითია, ქალებში შესაძლებელია იყოს დადებითიც. რამდენად შეესაბამება „წახდენილობა“ ქალებში აღმოცენებულ ბოდვის ამ ვარიანტს, საკამათოა (ა. გამყრელიძე)
Source: ფსიქიატრიული ენციკლოპედია / შემდგ.: აკაკი გამყრელიძე, ნანა ნიკოლაიშვილი. - თბ. : მერანი-3, 1999 (მერანი-3). - 468გვ. ; 28სმ.. - ბიბლიოგრ.: გვ. 465-467. - ISBN 99928-34-40-4.