მეორეული ბოდვის ვარიანტი, აღმოცენდება კლინიკურ სურათში გამოხატული და მყარი ჰალუცინაციების, უმეტესად ვერბალურის, არსებობის დროს. სმენითი ჰალუცინაციები ავადმყოფის მიერ აიხსნება როგორც მოშორებით განლაგებული ფიზიკური აპარატების ზემოქმედების შედეგი, რომლებსაც მართავენ ადამიანთა კოლექტივები, სპეციალური ორგანიზაციები, უკანასკნელ ხანს, უცხოპლანეტელები. ჰალუცინაციურ მოვლენებს შეიძლება თან არ ახლდეს ბოდვითი ინტერპრეტაცია; ზოგჯერ სმენის პათოლოგია და ზემოქმედების იდეები აღმოცენდება ერთდროულად – ეს მიუთითებს მათ შორის მიზეზობრივი კავშირის არაარსებობაზე. ჰალუცინაციებს და ბოდვას აქვს აღმოცენების საერთო წყარო. ჰალუცინაციები შეიძლება ასახავდეს ბოდვი განცდებს ავადმყოფის მიერ მათ გაგებამდე. მიეკუთვნება მეორეული ბოდვის მექანიზმებს (Каменева Е.И., 1957)
Source: ფსიქიატრიული ენციკლოპედია / შემდგ.: აკაკი გამყრელიძე, ნანა ნიკოლაიშვილი. - თბ. : მერანი-3, 1999 (მერანი-3). - 468გვ. ; 28სმ.. - ბიბლიოგრ.: გვ. 465-467. - ISBN 99928-34-40-4.