A B C D E F G H I J K L M N O P R S T V W

ბა ბე ბი ბლ ბნ ბო ბჟ ბრ ბუ
ბობ ბოგ ბოდ ბოვ ბონ ბორ ბოს ბოტ

ბოდვითი აფეთქებები

Rus. бредовые вспышки
(Magnan V., 1893). მწვავე ჰალუცინაციურ-ბოდვითი შიზოფრენიისმაგვარი ფსიქოზები. ხასიათდება მწვავე აღმოცენებით ნათელი ცნობიერების ფონზე (ცნობიერების უხეში დარღვევები არ არის), ეპიზოდური მიმდინარეობით და სპონტანური რემისიებით. ბოდვა აღმოცენდება უეცრად („გასხივოსნებით“, გაელვებით), მისი ფაბულა პოლიმორფულია და არმყარი, აღინიშნება ინტენსიური აფექტი (გუნება-განწყობის აწევა ან დეპრესია). პოლიეტიოლოგიურია და გვხვდება არა მარტო „დეგენერანტებში“. ფსიქოზის გამოსავლის შემდეგ არ აღინიშნება დეფექტის ნიშნები. შესაძლებელია რეციდივები ბოდვითი აფეთქებები კრებითი ცნებაა, მოიცავს: 1) მწვავე ფანტასტიკური ფსიქოზები (Dupre E., 1925), რომლისთვისაც დამახასიათებელია განდიდების ბოდვითი იდეები, იშვიათად თვითბრალდების, გრანდიოზულობის ხასიათით; 2) მწვავე ინტერპრეტაციული ფსიქოზები (Serieux P., Capgras J.M.J., 1909), შიშით და შფოთვით მიმდინარე მწვავე პარანოიდების სახით; 3) მწვავე ჰალუცინაციური აფეთქებები, უპირატესად ვერბალური ჰალუცინაციებით, ფსევდოჰალუცინაციებით და ზემოქმედების იდეებით (Ey H., 1954); 4) ჭეშმარიტად პოლიმორფული ფორმები (Ey H., 1954), რომლებიც გამოირჩევა ბოდვითი იდეების სისტემატიზაციით. განიხილება ისევე როგორც მწვავე შეტევისმაგვარი ენდოგენური ფსიქოზები (Панадонулос Т.Ф., 1975: გამყრელიძე შ., 1980).
Source: ფსიქიატრიული ენციკლოპედია / შემდგ.: აკაკი გამყრელიძე, ნანა ნიკოლაიშვილი. - თბ. : მერანი-3, 1999 (მერანი-3). - 468გვ. ; 28სმ.. - ბიბლიოგრ.: გვ. 465-467. - ISBN 99928-34-40-4.
to main page Top 10FeedbackLogin top of page
© 2008 David A. Mchedlishvili XHTML | CSS Powered by Glossword 1.8.9