A B C D E F G H I J K L M N O P R S T V W

შა შე შვ შთ ში შმ შნ შო შპ შრ შტ შუ შფ შჩ
შიდ შიზ შილ შინ შიპ შიშ შიჰ

შიზოფრენია იპოქონდრიული

Rus. шизофрения ипохондрическая
(Bornstain M., 1928; Консторум С.И., Окунева Э.Г., Барзак., С.Ю., 1935; Фрумкин Я.И., Завилянский И.Я., 1958., შენგელაია გ., 1974). აღწერილია როგორც დამოუკიდებელი (ატიპური) ფორმა, ხასიათდება მიმდინარეობის ნელი პროგრედიენტობით და კლინიკურ სურათში სენესტოპათიურ-იპოქონდრიული სიმპტომატიკის დომინირებით. ამჟამად, განიხილება როგორც მცირედპროგრედიენტული შიზოფრენიის ვარიანტი. რომლის ფარგლებში გამოყოფენ არაბოდვით იპოქონდრიას და სენესტოპათიურ შიზოფრენიას, რომელიც გამოირჩევა მნიშვნელოვანი პროგრედიენტობით. უკანასკნელის შემთხვევაში მეტადაა გამოხატული აუტიზაციის გამოვლინებები. მზარდი ემოციური გაღარიბება, ფსიქიკური აქტივობის და პროდუქტიულობის დაქვეითება, დეპერსონალიზაციური აშლილობები, სომატური ჰალუცინაციები. დაავადების მიმდინარეობასთან ერთად სენესტოპათიური დარღვევები რედუცირდება, მაგრამ სრულიად არ ქრება, გადადის მეორე პლანზე, ნეგატიური ემოციური სიმპტომატიკა ხდება გამოხატული
Source: ფსიქიატრიული ენციკლოპედია / შემდგ.: აკაკი გამყრელიძე, ნანა ნიკოლაიშვილი. - თბ. : მერანი-3, 1999 (მერანი-3). - 468გვ. ; 28სმ.. - ბიბლიოგრ.: გვ. 465-467. - ISBN 99928-34-40-4.
to main page Top 10FeedbackLogin top of page
© 2008 David A. Mchedlishvili XHTML | CSS Powered by Glossword 1.8.9