A B C D E F G H I J K L M N O P R S T V W

და დე დი დო დრ დუ დღ დ’
დე დებ დეგ დედ დევ დეზ დეი დეკ დელ დემ დენ დეპ დეჟ დერ დეს დეტ დეფ დექ დეც

დერკუმის დაავადება

Rus. Деркума болезнь
პათოლოგიური სიმსუქნე ცხიმის არათანაბარი განაწილებით და კანქვეშა ცხიმოვანი ქსოვილის მტკივნეულობით. უმეტესად ავადდებიან ქალები საშუალო და მოგვიანებით ასაკში. კლინიკურად გამოხატულია ნეიროენდოკრინული, ვეგეტატიურ*სისხლძარღვოვანი და ნეიროტროფიკული დარღვევები. ძილ-ღვიძილის ციკლის დარღვევა, ასთენია, დეპრესია, მეხსიერების გაუარესება, ზოგჯერ დემენცია. ხშირია ნევროზისმაგვარი აშლილობები. არის მითითება, რომ პათოლოგიური მოვლენები უკავშირდება დიენცეფალურ აშლილობებს რეტიკულურ ფორმაციასა და თალამუსში, იშვიათად ადგილი აქვს პარანოიდს და ფსიქომოტორულ აგზნებას. მიმდინარეობა ხანგრძლივი, პროგრედიენტული. შესაძლებელია ხანმოკლე რემისიები. ცნობილია ნეიროინფექციური და ინტოქსიკაციური ფაქტორების, მემკვიდრეობითი წინაგანწყობის ეტიოლოგიური როლი (გადაცემის ავტოსომურ-დომინანტური ტიპი).(Derkum F.X., 1888)
Source: ფსიქიატრიული ენციკლოპედია / შემდგ.: აკაკი გამყრელიძე, ნანა ნიკოლაიშვილი. - თბ. : მერანი-3, 1999 (მერანი-3). - 468გვ. ; 28სმ.. - ბიბლიოგრ.: გვ. 465-467. - ISBN 99928-34-40-4.
to main page Top 10FeedbackLogin top of page
© 2008 David A. Mchedlishvili XHTML | CSS Powered by Glossword 1.8.9