A B C D E F G H I J K L M N O P R S T V W

ბა ბე ბი ბლ ბნ ბო ბჟ ბრ ბუ
ბრა ბრე ბრი ბრო ბრუ ბრძ

ბრავე-ჯექსონის ეპილეფსია

Rus. Браве-Джексона эпилепсия
(Bravais L. F., 1824, Jackson J., 1870). სიმპტომური ეპილეფსიის სახე, დამახასიათებელია კრუნჩხვითი გულყრების თავისებური ტიპი (ჯექსონის მარში) – კლონური და ტონურ-კლონური კრუნჩხვები იწყება კუნთთა განსაზღვრული ჯგუფიდან და ვრცელდება განსაზღვრული თანმიმდევრობით თავის ტვინის ქერქში მათი ცენტრების განლაგების მიხედვით. შეტევა შეიძლება მიმდინარეობდეს ნათელი ცნობიერების ფონზე და შემდეგ ძილის გარეშე. ცნობიერების შეცვლა ხდება მხოლოდ კრუნჩხვის გენერალიზაციის დროს. შესაძლებელია სენსორული (ფსიქოსენსორული) გულყრებიც. ა. მოსიძის და თ. გელაძის (1945) მიერ აღწერილია ვისცერალური აურის შემთხვევები ბრავე-ჯექსონის ეპილეფიის დროს
Source: ფსიქიატრიული ენციკლოპედია / შემდგ.: აკაკი გამყრელიძე, ნანა ნიკოლაიშვილი. - თბ. : მერანი-3, 1999 (მერანი-3). - 468გვ. ; 28სმ.. - ბიბლიოგრ.: გვ. 465-467. - ISBN 99928-34-40-4.
to main page Top 10FeedbackLogin top of page
© 2008 David A. Mchedlishvili XHTML | CSS Powered by Glossword 1.8.9