A B C D E F G H I J K L M N O P R S T V W

ბა ბე ბი ბლ ბნ ბო ბჟ ბრ ბუ
ბრა ბრე ბრი ბრო ბრუ ბრძ

ბრაქიალგია პარესთეზიული

Rus. брахиалгия парестетическая
Gk. brachion – მხარი, algos – ტკივილი, paraisthesis – ცრუ შეგრძნება
(Wartenberg R., 1932). ტკივილი და პარესთეზია ხელებში გაღვიძების დროს. თავდაპირველად ავტორის მიერ განიხილებოდა როგორც მხრის წნულის ტრავმული დაზიანების შედეგი,დაკავშირებული უხერხულ პოზასთან. ლოპეც-იბორის (Lopez-Ibor J. J. 1973) მიხედვით, შემთხვევათა მნიშვნელოვან ნაწილს წარმოადგენს ფარული დეპრესიის, დეპრესიული (თიმოპათიური) ეკვივალენტის გამოვლინებას და უკუგანვითარებას განიცდის ანტიდეპრესიული პრეპარატების დანიშვნით, მაშინ, როცა ნევროლოგიური და ნეიროქირურგიული მკურნალობა უშედეგოა
Source: ფსიქიატრიული ენციკლოპედია / შემდგ.: აკაკი გამყრელიძე, ნანა ნიკოლაიშვილი. - თბ. : მერანი-3, 1999 (მერანი-3). - 468გვ. ; 28სმ.. - ბიბლიოგრ.: გვ. 465-467. - ISBN 99928-34-40-4.
to main page Top 10FeedbackLogin top of page
© 2008 David A. Mchedlishvili XHTML | CSS Powered by Glossword 1.8.9