A B C D E F G H I J K L M N O P R S T V W

პ. პა პე პი პლ პნ პო პრ პუ პფ
პავ პათ პალ პან პაპ პაჟ პარ პას პატ პაქ

პალილალია

Rus. палилалия
Gk. palin – ახლიდან, ისევ, lalia – მეტყველება
Brissaud E.,. 1899. Souques M.A., 1908Pick A., 1921, ერთი და იგივე სიტყვის ან ორი-სამი სიტყვის სტერეოტიპული მრავალჯერადი გამეორება, ხშირად აღმავალი ტემპით. პერსევერაციისგან განსხვავებით, მეორდება სიტყვები ფრაზაში მათი ადგილის მიუხედავად და ისინი ყოველთვის არ შეესატყვისება პროტოტიპს. სიტყვების პალილალიური გამეორების პროცესში ხმის ჟღერადობა შეიძლება შემცირდეს, რასაც აფონიური პალილალია ეწოდება, სტრიარული პათოლოგიის გამოხატულება; შეიძლება აღინიშნოს პოსტენცეფალიტური პარკინსონიზმის სტრუქტურაში, ფსევდობულბურ სინდრომში. მეტყველების აშლის სურათის ტიპური სიმპტომი პიკის დაავადების დროს
Source: ფსიქიატრიული ენციკლოპედია / შემდგ.: აკაკი გამყრელიძე, ნანა ნიკოლაიშვილი. - თბ. : მერანი-3, 1999 (მერანი-3). - 468გვ. ; 28სმ.. - ბიბლიოგრ.: გვ. 465-467. - ISBN 99928-34-40-4.
to main page Top 10FeedbackLogin top of page
© 2008 David A. Mchedlishvili XHTML | CSS Powered by Glossword 1.8.9