დაავადების საფუძველია თირკმელზედა ჯირკვლის ქერქოვანი შრის დაზიანება. (უმეტესად ტუბერკულიოზური ეტიოლოგიის). გამოწვეულია გლიკო- და მინერალოკორტიკოიდების ცვლის მოშლით. დამახასიათებელია კანის პიგმენტაციის შეცვლა (ბრინჯაოს დაავადება), წონაში დაკლება, ასთენია, თავის ტკივილი, არტერიული ჰიპერტეზია. ხანგრძლივი მიმდინარეობისას ადგილი აქვს ხასიათობრივ ცვლილებებსა და ინტელექტუალურ-მნესტიკურ ფუნქციების დაქვეითებას. (Addison Th., 1849)
Source: ფსიქიატრიული ენციკლოპედია / შემდგ.: აკაკი გამყრელიძე, ნანა ნიკოლაიშვილი. - თბ. : მერანი-3, 1999 (მერანი-3). - 468გვ. ; 28სმ.. - ბიბლიოგრ.: გვ. 465-467. - ISBN 99928-34-40-4.