A B C D E F G H I J K L M N O P R S T V W

მ. მა მგ მდ მე მზ მი მკ მნ მო მრ მს მუ მც მძ მწ
მოგ მოდ მოზ მოკ მოლ მონ მორ მოს მოტ მოუ მოქ მოღ მოც მოძ მოხ

მორია

Rus. мория
Gk. Mōria – სისულელე
(Bruns L., Jastrowitz P., 1888). პათოლოგიურად აწეული გუნება-განწყობა მოძრაობითი აგზნებით. უდარდელობით, მოსულელო საქციელით, უხეში ხუმრობებისადმი მიდრეკილებით, დამახასიათებელია აგრეთვე მიზიდულობათა განმუხრუჭება, ეიფორია, ამორალური ქცევებისადმი მიდრეკილება. იასტროვიტცის განმარტებით, „ჭკუასუსტობა თავისებური მხიარული აგზნებით“. ოპენჰაიმის (H. Oppenheim., 1898) მიხედვით. „გატაცება მძაფრი განცდებით“. აღინიშნება თავის ტვინის შუბლ-ბაზალური მიდამოს დაზიანების დროს. მორიისმაგვარი სიმპტომატიკა აღწერილია დიდი ტვინის სუბდომინანტური ჰემისფეროს პათოლოგიის დროს. მორიით შეიძლება შეიცვალოს თავის ტვინის შუბლის წილის კონვექტური ზედაპირის დაზიანებით გამოწვეული აპათიურ-აბულიური სინდრომი ან წინ უსწრებდეს მას. ცნება ანალოგიურია განმუხრუჭების სინდრომისა (Welt L., 1887). სინონ.: ბრუნს-იასტროვიტცის სინდრომი.
Source: ფსიქიატრიული ენციკლოპედია / შემდგ.: აკაკი გამყრელიძე, ნანა ნიკოლაიშვილი. - თბ. : მერანი-3, 1999 (მერანი-3). - 468გვ. ; 28სმ.. - ბიბლიოგრ.: გვ. 465-467. - ISBN 99928-34-40-4.
to main page Top 10FeedbackLogin top of page
© 2008 David A. Mchedlishvili XHTML | CSS Powered by Glossword 1.8.9